24 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან კავშირი შეეზღუდათ

რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან კავშირი შეუზღუდეს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტის წესების გამკაცრებას მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ბრძანება ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, უცხოელებთან შეხვედრას მინიმუმ ორი რუსი მეცნიერი უნდა ესწრებოდეს. გარდა ამისა, სამეცნიერო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან 5 დღით ადრე წერილობით აცნობონ სამინისტროს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, შემდეგ კი უწყებაში დეტალური ანგარიში და მონაწილეთა პასპორტების ასლები წარადგინონ.

წესების გამკაცრება არხანგელსკის ოლქში ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარ აფეთქებას დაემთხვა, რომელსაც 5 მეცნიერი ემსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ რადიაციის დონემ რეგიონში ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა.

დღის ამბები