იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში 1 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულები გაიხსენეს. სამგლოვიარო ცერემონიაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იტალიის პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. შეკრებილებმა დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ერთი წლის წინ გენუაში საავტომობილო ხიდის დიდი მონაკვეთი ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა. ნგრევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება იტალიაში ამ დრომდე მიმდინარეობს.