24 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
"ალბათ, ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ" - რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარის ტერიტორიის ნაწილი მიითვისეს

გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა, უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დაასრულეს. სამხედროებმა წინასწარ მონიშნულ ადგილებზე და ბოძებზე მავთულხლართები გააბეს და უკანონოდ მიითვისეს კიდევ ერთი ქართული სოფლის ტერიტორიის ნაწილი.

დღეს დილას რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად, 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

ამ დრომდე, გუგუტიანთკარში ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოჩენილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქვეყნებენ განცხადებას, სადაც ფაქტს უკანონოს და დესტრუქციულ უწოდებენ. 

„თავიანთი ბოძები დარსობილები აქვთ და იმაზე აკეთებენ. ვერც ვერაფერს ეტყვი და ხმასაც ვერ გასცემ, აბა რა გავაკეთოთ, რა შეგვიძლია.... ვის ტერიტორიას ღობავენ, მაგათია ეგ? იმიტომ ღობავენ, რომ ჩვენ ვერაფერს ვხვდებით მაგ ხალხთან... არავის არაფერი არ უთქვიათ, თვითნებურად რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, ხელსაც არავინ არ უშლის. ალბათ ნელ-ნელა ჩვენ სახლებსაც დაიკავებენ და ვინ გაჩერდება აქ?“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ლიზიკო გახელაძე.

რუსი ოკუპანტების მიერ, გუგუტიანთკარში განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები