17 სექტემბერი 2019,   03:05
ვრცლად
„ველოდი რომ გირაო დარჩებოდა გირაოდ“- ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 

„ველოდი იმას, რომ გირაო, დარჩებოდა გირაოდ“-ასე ეხმაურება ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი უფლებადამცველის საჩივარი დაუშვებლად ცნო.  

ნიკა გვარამიას თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა და გირაო, აღკვეთის ღონისძიების სახით დარჩებოდა. მისივე თქმით, გასაჩივრების საკითხით მისი ადვოკატი იყო დაინტერესებული, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

Image result for ნიკა გვარამიადიტოსთვის იყო ეს მნიშვნელოვანი, რომელიც აგროვებს მასალას სტრასბურგისთვის. ჩემთვის, იმის მერე რაც მე 4 საათი ვილაპარაკე, თან სამართლებრივად სწორ პოზიციაზე და სამი წუთი ილაპარაკეს და ვაი იმ ლაპარაკს პროკურორებმა, თან სამართლებრივად არასწორ პოზიციაზე და მოსამართლე მაინც გამოვიდა, თვალები ვერ აწია, ისე წაიკითხა ის სისულელე რაც წაიკითხა და გავიდა. სრულიად ნათელია, რომ სასამართლოში ლაპარაკს მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ ადამიანებმა გაიგონ შენი პოზიცია თორემ მოსამართლისთვის ამას არანაირი აზრი არ აქვს იგივეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ნიკა გვარამიას ადვოკატიც. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საჩივრის განხილვაზე უარის თქმით სასამართლომ თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე მორიგი ცირკის მოწყობას პროკურორების მხრიდან. მისივე განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

დიმიტრი საძაგლიშვილი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას რომ გასაჩივრების ვადები იყო დარღვეული.  

Image result for დიტო საძაგლიშვილირეალურად 2-ის ნახევარზე გამოცხადდა, მაგრამ მე გადაწყვეტილება გადმომეცა მომდევნო დღეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არასწორად თვლის ვადის საწყის პერიოდს. მათი ეს მიდგომა არის უსამართლო, არაკანონიერი,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი მას არც ჰქონია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები