19 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
"Facebook"-ი სოციალური ქსელის მომხმარებლების ხმოვან შეტყობინებებს ისმენდა

"Facebook"-ი სოციალური ქსელის მომხმარებლების ხმოვან შეტყობინებებს ისმენდა. ირკვევა, რომ კომპანიას ასობით კონტრაქტორი ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც აუდიო მესიჯებს შიფრავდნენ. ინფორმაციას, სად და როდის იყო გაკეთებული ჩანაწერები, შტატ-გარეშე თანამშრომლებს არ აწვდიდნენ.

კომპანიაში მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ მსგავსი პრაქტიკა კვირაზე მეტია შეწყვიტეს. მათივე თქმით, ამ გზით ფეისბუქის ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამართულ მუშაობას ამოწმებდნენ, თუმცა კომპანიას მომხმარებლები ხმოვანი შეტყობინებების შესაძლო მოსმენასთან დაკავშირებით წინასწარ არ გაუფრთხილებია.

დღის ამბები