23 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
მე ვიხდიდი გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად - ნიკა გვარამია

ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვანო მაჭავარიანი, მსხვილი ტელეკომპანიებისთვის ვალების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით გამოდის, ნიკა გვარამია ეხმაურება. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია, ვიდრე შესაძლებელი იყო გადასახადებს იხდიდა, მაშინაც კი, როდესაც კომპანიას ყადაღა დაედო.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გადასახადების გადახდა მას შემდეგ შეწყდა, რაც კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამ დროს, მისი თქმით, პრიორიტეტი ტელეკომპანიის ფუნქციონირება და ხელფასების გაცემა გახდა. მისი თქმით, დავალიანება სწორედ ამის შემდეგ დაგროვდა.

როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, კომპანიის მენეჯმენტმა, ფინანსთა სამინისტროს, ამ საკითხთან დაკავშირებით, წერილით არა ერთხელ მიმართა, თუმცა უწყებიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

Image result for ნიკა გვარამია„ჩვენ გვქონდა არა ერთ გზის მიწერილი წერილი ვანი მაჭავარიანის მიმართ. ჩვენ არ ვართ ადამიანები, ჩვენს მენეჯმენტს ვგულისხმობ, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებს. ჩვენ ვიხდიდით, სანამ ეს ყადაღა არ დაგვანგრევდა, დღეს რომ იძახიან, ყადაღას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიდრე ეს ყადაღა არ დაგვედებოდა და ყადაღის პირობებშიც, ჩვენ ვიხდიდით აბსოლუტურად ზუსტად, თეთრი თეთრში იმ გადასახადებს, რომლებიც ჩვენ გვევალებოდა. შეგახსენებთ, რომ ვინც მიჩივის, მისი ქმარი არ იხდიდა გადასახადებს და ის იყო მაშინ დირექტორი და ხელისუფლებაც მისკენ იყო და ა.შ. მაგრამ მას გადასახადები არ გადაუხდია და მერე გაუნულეს. მე ვიხდიდი თეთრი თეთრში ამ გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ თავიდანვე გვქონდა წინადადება, რომ მოგვიხსნან ეს ყადაღა და ჩვენ გადავიხდით გადასახადებს, ეს არ მოხდა, მერე აბსოლუტურად ღიად ვთქვით, რომ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ და ორს შორის არჩევანს, რა თქმა უნდა, ავარჩევთ ტელეკომპანიის ფუნქციონირების სასარგებლოდ. ჩვენ ამას ვიხდიდით, რომ გროვდებოდა ეს გადასახადები და საურავები, არა ერთგზის მივწერეთ ფინანსთა მინისტრს, მე არ მახსოვს მაშინ ვანო მაჭავარიანი იყო თუ მისი წინამორბედი, და არც ერთი პასუხი არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით, საერთოდ არანაირი პასუხი“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ტელეკომპანიის ახალი მყიდველი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ზუსტად ეს არის ამ ყველაფერის მაჩვენებელი, რომ დღეს ამის გამოტანა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მოარგონ არსებულ მყიდველს, რომელიც  სინამდვილეში მყიდველი იქნება ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ეს პროცესი წავა გაკოტრებისკენ და ამ ფორმით მოხდება ამ ტელეკომპანიის შესყიდვა. ამ ყველაფერს რომ მოარგონ ეს ყველაფერი. მე შეკითხვას ვსვამ, მაესტრო და იმედი ხომ ერთნი ხართ, ანუ ერთი ჰოლდინგი ხომ ხართ? თქვენ ზუსტად იგივე რაოდენობით გაქვთ საგადასახადო დავალიანება ჯამში, რაც ჩვენ. ჩვენ რატომ არ ვიხდიდით, გასაგებია. ეს ჰოლდინგი რატომ არ იხდიდა, ამაზე ვინმეს პასუხი აქვს?... ჩვენ უბრალოდ ამას ვერ ვშვებოდით, იმის გამო რომ ხელისუფლებამ დაგვარტყა ყადაღით“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

დღის ამბები