18 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
20 ივნისის ღამის დარბევის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამის დარბევის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია. ნინო ლომჯარია, რომელსაც ყველა მასალაზე აქვს წვდომა, აცხადებს, რომ გამოძიების მასალებში დეტალურადაა ჩამონათვალი, რა სახისა და რაოდენობის იარაღი იყო გამოყენებული. 

ომბუდსმენის განცხადებით, მის გასაჯაროებას შეძლებისდაგვარად აპირებენ.

„გარკვეული ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული ამ გამოძიებაში, თუმცა ჩვენ გვაქვს წვდომა საიდუმლო მასალაზეც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია, თუ რამდენი ტყვია იო წაღებული, რამდენი იყო გამოყენებული და დაბრუნებული, არსებობს და ეს დევს საქმის მასალებში. მე ამ წუთას, ვერ გეტყვით, ეს არის საიდუმლო თუ არა, თუმცა ეს ინფორმაცია გამოძიებაში მოიპოვება და ჩვენ შეძლებისდაგვარად, უკვე შემდგომი შეხვედრის დროს საბჭოსთან, გავასაჯაროებთ ყველა იმ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც იქნება შესაძლებელი“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები