20 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ხმაური გლდანში - სოციალურად დაუცველი ექვსი ოჯახი, ყოფილი სამედიცინო დაწესებულების შენობაში შეიჭრა

ხმაური გლდანში - გვიან ღამით ხიზანიშვილის 93 ნომერში სოციალურად დაუცველი ექვსი ოჯახი ყოფილი სამედიცინო დაწესებულების შენობაში შეიჭრა. ისინი დევნილთა სამინისტროსგან ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და შენობის დატოვებას იქამდე არ აპირებენ, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ადგილზე მათთან შესახვედრად არავინ მისულა. 

"ჩვენ არ გვყავს არანაირი პატრონი, არც მთავრობა და არც არაფერი. ვარ აფხაზეთის ომის მეომარი, დაჭრილი, 93 წელს. საერთოდ არაფრად არ მიაჩნიათ ამ ხალხს ჩვენი საქმე. არც სახლი მაქვს, არც კარი და არც არაფერი,"-აცხადებს ონერი ჭაავა.

დღის ამბები