19 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური დასრულება - ოპოზიცია "ანაკლიის კონსორციუმიდან" ამერიკული კომპანიის გასვლაზე

"ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური დასრულება - ოპოზიცია ამერიკული ბიზნეს ჯგუფის ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლას საგანგაშო სიგნალს უწოდებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსორციუმის გარშემო მიმდინარე პროცესები ხაზარაძე-ჯაფარიძის სკანდალის გაგრძელებაა, რომელიც აწყობს რუსეთს და რომელსაც მისი დაკვეთით ასრულებს საქართველოს ხელისუფლება.

„არა მარტო შესუსტდა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა ევროპულ-ამერიკული მონაწილეობა ამ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობის საქმე. უნდა როგორმე, რომ ეს პორტი გახადოს სავაჭროდ ხელისუფლებაში დასარჩენად. თქვენ წარმოიდგინეთ, არ აღელვებს არც უსაფრთხოება, არ აღელვებს არც ქვეყნის ბედი, არც ლარის ბედი, იმიტომ რომ რამხელა დარტყმაა ახლა თუნდაც ფსიქოლოგიურად ეს იგივე ლარზე, ეკონომიკაზე,“- განაცხადა „ გამარჯვებული საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები