20 ოქტომბერი 2019,   05:58
ვრცლად
კობახიძე იქნება, შოთაძე თუ სხვა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაამწესებენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეასრულებენ ყველა პოლიტიკურ დაკვეთას - სამადაშვილი

ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე მნიშვნელოვანი საკვანძო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. სამთავრობო ცვლილებებთან ერთად უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. შესარჩევი იქნება გენერალური პროკურორიც.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პრესაში უკვე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, ხოლო მისი მოადგილედ კი ირაკლი შოთაძეს მოიაზრებენ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი ისეთ პირს დანიშნავს, ვინც მის მითითებებს დაემორჩილება.  

„დარწმუნებული ვარ, ეს კობახიძე იქნება, შოთაძე თუ სხვა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაამწესებენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეასრულებენ ყველა პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც მიიღებენ ივანიშვილისგან იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მისი კონტროლის გზითაც ივანიშვილი ფიქრობს, რომ შეძლებს წაართვას ქართველ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა და საკუთარი პოლიტიკური ნება მოახვიოს," - ამბობს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილმა ასევე მთავარი პროკურორის შეცვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ თანამდებობას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი დაიკავებს.

"რაც შეეხება მთავარ პროკურორს, აქაც დაინიშნება არა საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირი, არამედ ივანიშვილის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ყველა დავალებას უპირობოდა და ზედმიწევნით შეასრულებს, რასაც მიიღებს. იმიტომ, რომ აქ გადის ხაზი ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვის პროცესებში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები