20 ოქტომბერი 2019,   06:08
ვრცლად
ივანიშვილი ცდილობს, რომ საკონსტიტუციო ორგანოებში მისი პირდაპირ მონამორჩილი ხალხი გაამწესოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ივანიშვილი ხედავს, რომ 2020 წელს მისი დამარცხება არის გარდაუვალი და ახლა ცდილობს საკონსტიტუციო ორგანოებში მისი პირდაპირ მონამორჩილი ხალხი გაამწესოს,“ - ეს განცხადება  პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინსტანციაში თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ხოლო მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იქნება.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედის მისი მორჩილი პირების მაღალ თანამდებობებზე გამწესება.

„ჰგონია, რომ პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, ეს იქნება მისთვის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ მან ხელახალი შეტევა წამოიწყოს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და გააგრძელოს ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა, მაგრამ ვერც მას და ვერც მის მონამორჩილებს ვერაფერი ვერ დაიცავს, თუკი ისინი ქართული სახელმწიფოს ნგრევას გააგრძელებენ,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები