20 ოქტომბერი 2019,   06:10
ვრცლად
"ამ ურთულეს პროცესში, სახელმწიფო უნდა იდგეს სათანადო ადგილას" - ​ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია გორის მერიის წინ 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა, გორის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დღეს, ქართველმა სამართალდმცველებმა სოფელ გუგუტიანთკარში არ შეუშვეს.

აქციის მონაწილეები გორის მერის განცხადებას აპროტესტებდნენ, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ გუგუტიანთკარში მას შემდეგ ჩავა, რაც შვებულებას დაასრულებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა რუსულ ოკუპაციას განიცდის, ხელისუფლება სათანადო ადგილზე უნდა იყოს. 

„ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. ამ ურთულეს პროცესში, სახელმწიფო უნდა იდგეს სათანადო ადგილას, ამის მაგივრად, ყველანაირ უაზრო დაბრკოლებებს გვიქმნის, მაგრამ ჩენ მაინც მოვახერხეთ ველური, გაუკვალავი გზებით მისვლა, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოგვეხერხებინა გვეთქვა, რომ ჩვენ უბრალოდ ტელევიზორში როგორც კინოს ამას არ ვუყურებთ, ჩვენ გვტკივა რეალურად, რასაც უკვე ამდენი ხანია რუსთაველზე ვაპროტესტებთ,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გეგა სალუქვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები