20 ოქტომბერი 2019,   06:09
ვრცლად
„ოცნების“ ხელისუფლებაში დიდი სამთავრობო კარუსელი მზადდება

„ოცნების“ ხელისუფლებაში დიდი სამთავრობო კარუსელი მზადდება. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდში წმენდას იწყებს. მინისტრთა კაბინეტში დიდი დაბნეულობაა.

არცერთმა მინისტრმა არ იცის, ვის რჩება და ვინ მოდის თანამდებობიდან. დიდ საკადრო ცვლილებებს ყველა შემოდგომაზე ელოდება, ამიტომ ფრთხილობენ და არაფერს ამბობენ.

ერთადერთ გზავნილი, რომელიც მინისტრების კომენტარებიდან იკითხება, პარტიული პოლიტიკური მორჩილებაა. ყველა ამბობს, რომ მუშაობას გააგრძელებს იქ, სადაც გუნდს დასჭირდება.

სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ივანიშვილს პრემიერად გიორგი გახარიას დანიშვნა სურს, თუმცა გუნდი ეუბნება, რომ ეს გადაწყვტილება სიტუაციას ააფეთქებს. პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს ირაკლი ღარიბაშვილის დაჯგუფებას, თუმცა სუსტი პოლიტიკური პოზიციის გამო, ექს პრემიერი ბოლომდე მის რჩეულს ვერ ლობირებს.

წასვლას რომ შეგუებულია, ეს მამუკა ბახტაძის დღევანდელი კომენტარიდანაც გამოჩნდა. პრემიერი ამბობს, რომ თუ მთავრობის მეთაური არ იქნება, გუნდის წევრად დარჩება.

ივანიშვილს გადაწყვეტილებები მისაღები აქვს ვის ჩააბარებს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვის ანდობს გენერალური პროკურორის პოსტს. პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციას - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას ირაკლი კობახიძეს ჩააბარებს, მისი მოადგილე კი ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდება.

ვისით ჩანაცვლდება ჯერ კიდევ მოქმედი გენერალურ პროკურორი შალვა თადუმაძე, სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მთავარი კრიტერიუმი ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილება იქნება.

დიდი სამთავრობო გადალაგება შემოდგომაზე იქნება. უკვე დაანონსებულია, რომ სექტემბრის პირველ კვირას მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმით უნდა მივიდეს.

დღის ამბები