18 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - ნიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა 

უბედური შემთხვევა თბილისში - ნიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. დაშავებულია 5 ადამიანი. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი შემთხვევის დროს აივანზე იმყოფებოდა. მათგან სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურები. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 

დღის ამბები