18 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ხანძარს ოდესის სასტუმროში 8 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ოდესის სასტუმროში 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით სასტუმრო ”ტოკიო სტარის” სამრეცხაო ოთახში გაჩნდა. დაღუპულთა გარდა, დაშავდა 10 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციას სამაშველო ჯგუფმა 3 საათი მოანდომა. ამ პერიოდში შენობიდან 130-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები