24 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა ირანული ტანკერის დაკავების ორდერი გასცა

შეერთებულმა შტატებმა ირანული ტანკერის დაკავების ორდერი გასცა. გადაწყვეტილება იუსტიციის დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც გიბრალტარის სასამართლომ ხომალდის გათავისუფლება ბრძანა.

უწყების ცნობით, ტანკერის, მისი ტვირთისა და 995 ათასი დოლარის კონფისკაცია საერთაშორისო შეთანხმების დარღვევის, საბანკო თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფუძველზე უნდა მოხდეს.

ირანული ტანკერი "გრეის 1" 4 ივლისს დააკავეს, თუმცა გიბრალტარის ხელისუფლებამ თეირანისგან ოფიციალური წერილობითი დასტური მიიღო, რომ ხომალდის ჩამოტვირთვა ევროკავშირის შავ სიაში შესულ ქვეყანაში, კერძოდ კი სირიაში არ მოხდება.

დღის ამბები