18 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
ტექნიკური ხარვეზის გამო შეერთებულ შტატებში აეროპორტების მუშაობა შეფერხდა 

ტექნიკური ხარვეზის გამო შეერთებულ შტატებში აეროპორტების მუშაობა შეფერხდა. პრობლემა მინიმუმ 10-მდე საერთაშორისო აეროპორტს შეეხო, მათ შორის ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონის აეროპორტებს.

გავრცელებული ცნობით, ხარვეზი საბაჟო შემოწმებისა და საზღვრის დაცვის კომპიუტერულ სისტემაში აღმოჩნდა, რამაც რეისების მასშტაბური გადადება გამოიწვია.

დაზარალებულია ათასობით მგზავრი. ტექნიკური პრობლემა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

დღის ამბები