21 სექტემბერი 2019,   20:16
ვრცლად
გვეუბნებიან რომ მშვიდობა არის ინერტულობა - ექსპერტები გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ

რუსული აგრესია და მიტაცებული ტერიტორიები - ექსპერტები და ანალიტიკოსები გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. ისინი ხელისუფლებას დაგვიანებული ქმედებების და საერთაშორისო პარტნიორებთან არასათანადო მუშაობის გამო აკრიტიკებენ.

"ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისული სიტუაციების განსამუხტად უძლური და აბსოლუტურად მოუმზადებელია.

Image result for ბათუ ქუთელია„ეს რუსული ქმედებები, ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ემთხვევა გარკვეულ პოლიტიკურ, თუ სხვა ტიპის მოვლენებს, პოზიტიურ მოვლენებს საქართველოში, იმისთვის, რომ ალტერნატიული ნეგატიური ფონი შექმნან. მაგალითად, როდესაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, ან არის მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. ამიტომ, წესით, ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი ხელისუფლებისთვის, მათ მეტ-ნაკლები ალბათობით უნდა ჰქონდეთ გათვლილი აი, ეს ქმედებები და შესაბამისად, მათზე რეაქცია. მერე არ უნდა იწყებდნენ ფიქრს, რომელი მინისტრი ჩავიდეს, რომელმა მინისტრმა რა განცხადება გააკეთოს, ან გააკეთოს თუ არა საერთოდ, რუსეთი ახსენონ, არ ახსენონ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოსახლეობაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, იმიტომ, რომ ჩვენი, როგორც მოსახლეობის განცდა არის, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოუმზადებელი ასეთი ტიპის კრიზისებისთვის, რომელსაც რუსეთი ქმნის მაშინ, როდესაც ის მის პოლიტიკურ ინტერესებშია,“- განაცხადა ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ.

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რუსული აგრესიის მიმართ ხელისუფლების დუმილი და ინერტული პოზიცია ოკუპანტ ქვეყანას უფრო მეტი აგრესიისკენ აქეზებს. გეგელიას თქმით, ეს სწორედ ის პოზიციაა, რომელი რუსეთს ძალიან აწყობს.

Image result for გრიგოლ გეგელია„ეს ხელისუფლება ზოგადად, არის ძალიან ინერტული ამ საკითხზე. ჩვენ დღეს გვეუბნებიან, რომ მშვიდობა, თურმე ყოფილა ინერტულობა, არაფრის გაკეთება, დუმილი. მშვიდობა არ არის ინერტულობა და დუმილი. ინერტულობა და დუმილი ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დებილიზაცია, ეს არის სახელმწიფოს ეჭვი თავისივე თავზე და აი, ამ ეჭვის გამოწვევა უნდა ზუსტად რუსეთს ჩვენგან, ვიმსახურებთ თუ არა ვიყოთ დამოუკიდებელი, ვიმსახურებთ, თუ არა ეს მიწები იყოს ჩვენი, ვიმსახურებთ თუ არა, რომ ოკუპაცია დასრულდეს. აი, ამ ყველაფერზე ეჭვი არის დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის ის ეჭვი, რომელზეც რუსეთიო მუშაობს. ჩვენ მთელ ქვეყანას და პოლიტიკურ კლანს უდნა ჰქონდეს ერთი, ცალსახა, მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე, ოპოზიცია და პოზიცია ყოველთვის დუმან მუშაობდნენ ერთად საერთო ეროვნული სტრატეგიის შესამუშავებლად, როგორც განვითარების, ასევე თავდაცვის თვალსაზრისით და არ შეიძლება, რომ ამ საკითხზე იყოს აზრთა სხვა და სხვაობა,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები