რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია. მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოყვანეს. ის მდინარემ დილით ნაპირზე გამორიყა. მდინარის კალაპოტის მონიტორინგი ღამის განმავლობაში.
ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.