25 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
კანარის კუნძულზე ტყის ხანძარს ვერ აქრობენ - ცეცხლი რამდენიმე ჰექტარს უკიდია

კანარის კუნძულზე ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარს უკიდია და სწრაფად ვრცელდება. სტიქიის ზონაში მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ავიაცია. მაშველებმა რამდენიმე ქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. საუბარია დაახლოებით 2 ათას ადამიანზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. სამაშველო ოპერაციას ძლიერი სიცხე და ქარი აფერხებს.

დღის ამბები