21 სექტემბერი 2019,   20:18
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბარათაშვილის ხიდთან - დაღუპულია ორი პიროვნება

ავარია ბარათაშვილის ხიდთან - შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ ის ბორდიურზე ავარდა და მტკვარში გადავარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის დარღვევის ან ექსპლუატაციის დარღვევის გამო.

დღის ამბები