19 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - მოსახლეობა ადგილზე პრემიერის ჩასვლას ითხოვს

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციამ რამდენიმე ოჯახის სახლი და ასევე, მიწის ნაკვეთები შეიწირა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და პრემიერს ადგილზე ჩასვლისკენ მოწოდებენ.

გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 მეტრით გადმოწიეს და მავთულხლართების მიღმა მოაქციეს ადგილები, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ორი ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ადგილობრივები  შიშობენ, რომ შესაძლოა, მათი ბედი გაიზიარონ.

ყოველდღე მიდიან ნასახლართან, აკვირდებიან სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ელოდებიან როდის ჩავა მათთან პრემიერი.

გუგუტიანთკარში პრემიერი და პრეზიდენტი ჯერ არ ჩასულან და არც განცხადებები გაუკეთებიათ.

დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და თქვეს, რომ გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ, რასაც ამ დრომდე ვერ იღებენ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ადგილობრივები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ოკუპანტების დღევანდელი ქმედებები კი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაცია 7 აგვისტოდან მიმდინარეობს.

დღის ამბები