"ქართული ოცნების" წევრს, დეპუტატ, ბიძინა გეგიძეს სავარაუდოდ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო სჯიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გეგიძეს თანაგუნდელებთან ურთიერთობა დაეძაბა. დღეს კი დეპუტატის საქმიანობით სუსი დაინტერესდა. გეგიძე გომელაურის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
დეპუტატმა თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე" დაწერა და მიუთითა, რომ სუსში ამ დღეებში მივა.
ბიძინა გეგიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს არ აკონკრეტებს, რის გამო დაიბარეს ანტიკორუფციულ სააგენტოში, თუმცა ამბობს, რომ მეტ ინფორმაციას დღეს ბრიფინგზე გაასაჯაროებს.
"ვფიქრობ ბრიფინგის ფორმატზე. ჯერ ახალი ამბავია და ვფიქრობ,"-ამბობს გეგიძე.