18 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ სწრაფად - ქეთევან ციხელაშვილი 

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. 

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. ციხელაშვილის ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულები არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ მაქსიმალურად სწრაფად. ცხელი ხაზით მოწოდებული ინფომრაციით, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

უკანონო დაკავება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუმართლებელი და ძალიან მტკივნეული არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის,“-აცხადებს ციხელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები