20 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
ავარია აღმაშენებლის ხეივანში - დაშავებულია 7 ადამიანი

7 ადამიანი დაშავდა ავარიის დროს თბილისში. შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა დაზიანებებით 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაშავებულებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები