20 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
3 მოკლული და 1 დაჭრილი - ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს - ეს განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზას სექტორის საზღვართან ვითარება დაიძაბა.

ისრაელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ.
პალესტინის მთავრობა აცხადებს, რომ სროლისას სამი პალესტინელი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მანამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. სროლის შედეგად ისრაელის მოქალაქეები არ დაშავებულან.

დღის ამბები