16 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
ამერიკელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე რეგიონში დაგეგმილი მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე რეგიონში დაგეგმილი მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს. პოლიციამ კონექტიკუტის, ფლორიდისა და ოჰაიოს შტატებში სამი ეჭვმიტანილი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, თავდასხმების მოწყობას ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აპირებდნენ, სამიზნეებად კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სკოლა და ებრაული ცენტრი ჰქონდათ არჩეული.

დაკავებულთა ასაკი 20-დან 25 წლამდეა. ყველა მათგანს სახლში იარაღი აღმოუჩინეს.

აგვისტოს დასაწყისში შეერთებულ შტატებში ორი მასობრივი მკვლელობა მოხდა, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები