19 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ირანულმა ტანკერმა გიბრალტარის პორტი დატოვა

ირანულმა ტანკერმა გიბრალტარის პორტი დატოვა. გემი, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა, ივლისის დასაწყისში გიბრალტარის სანაპიროსთან დააკავეს.

ამ ხნის განმავლობაში მას პორტის დატოვების უფლება არ აძლევდნენ. 4 დღის წინ კი ტანკერის დაკავების ორდერი გაუქმდა. შეერთებულმა შტატებმა გემის ხელახალი დაკავება მოითხოვა, მაგრამ გიბრალტარმა ვაშინგტონის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ევროკავშირს არ ეხება.

რაც შეეხება ბრიტანული დროშით მცურავ ტანკერს, რომელიც თეირანმა საპასუხოდ დააკავა, კვლავ ირანის პორტშია გაჩერებული.

დღის ამბები