20 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს მისი ყველა ნაბიჯიდან ჩანს - არასაპარლამენტო ოპოზიცია

საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს მისი ყველა ნაბიჯიდან ჩანს - არასაპარლამენტო ოპოზიცია გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება. 

„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის, ლევან სამუშიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პუტინს დისკომფორტი არ შეუქმნას, ამას კი სახელმწიფო ინტერესები ეწირება.  

Image result for ლევან სამუშია„როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ქვეყნის ოკუპაცია, მავთულხლართებს აბამენ, სახლები მიაქვთ, საერთოდ ხმას არ იღებენ, ეს არის პრორუსული ხელისუფლება და მისი მთავარი მოტივი და მამომძრავებელი ძალა არის, რომ მათ ხელმძღვანელ პუტინს არ აწყენინონ, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პრორუსული ძალების გაძლიერება, ამაში ხელს უწყობს და სასათბურე პირობებს უქმნის პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება“ - განაცხადა სამუშიამ.

სამუშია უმოქმედობის გამო აკრიტიკებს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 7 აგვისტოს შემდეგ არ გამოხმაურებია უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ირუჯება, გორის მერი შვებულებაშია და ისიც შავი ზღვის სანაპიროზე ირუჯება, გორის მაჟორიტარი დეპუტატი ჩადის ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენელი და საუბრობს, რომ თურმე მათი სურვილის მიხედვით ხდება, უნდა დაშლიან სახლებს, უნდათ არ დაშლიან, თურმე მათი სურვილი ყოფილა და არა რუსეთის და ოკუპანტების ძალდატანება. ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან, გამოსავალი არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პრორუსული ხელისუფლების ჩამოცილება“, - ამბობს სამუშია.

რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპაციის პროცესის განახლებას და საქართველოს ხელისუფლების დუმილს ეხმაურება "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერიც. შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილის და პუტინის „სატელიტია“ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

Image result for შალვა ნათელაშვილი„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ვაი პრეზიდენტი, არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის არის სატელიტი ორი მბრძანებლის, პუტინის და ივანიშვილის და საკმარისია მან მათთან შეუთანხმებლად რაიმე განცხადება გააკეთოს, რომ მისი ლანდიც აღარ დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე. ამიტომ, მას სამშობლოს და სხვა ამაღლებულ ღირებულებებს ურჩევია საკუთარი გვამის კარგად ყოფნა და მოსვენება საქართველოს ხარჯზე, ისევე, როგორც პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცალკეულ მინისტრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ივანიშვილს ანუ დღეს საქართველოს მართავენ დიდვაჭრები, რომლებიც ყიდიან პროდუქტად საქართველოს და ქართველ ხალხს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები