21 სექტემბერი 2019,   20:18
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლებამ სამ ქურთულ ქალაქში მერები გუბერნატორებით ჩაანაცვლა

თურქეთის ხელისუფლებამ სამ ქურთულ ქალაქში მერები გუბერნატორებით ჩაანაცვლა. დიარბაქირის, ვანისა და მარდინის მერების წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ტერორიზმის პროპაგანდას ედავებიან. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში მერები მასობრივად 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქურთთა მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლა.

ანალოგიური მუქარა პრეზიდენტმა ერდოღანმა მარტში დაგეგმილი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც გაიმეორა.

დღის ამბები