20 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
გუგუტიანთკარში ოკუპაციის მასშტაბები ფართოვდება - ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს და რკინის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ

გუგუტიანთკარში ოკუპაციის მასშტაბები ფართოვდება - ამ წუთებში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რკინის ბოძების მონტაჟს დილიდან განაგრძობენ. 

შეიარაღებული, ნიღბიანი ჯარისკაცები, საინჟინრო ტექნიკით ამონტაჟებენ რკინის კონსტრუქციებს, სადაც ახალ რუსულ მავთულხლართებს და ბადეებს გაავლებენ. სამშენებლო მასალა და რკინის ბოძები ოკუპანტებმა სატვირთო მანქანებით დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მიიტანეს.

ახალი მავთულხლართებს  მიღმა უკვე მოექცა ერთ-ერთი ადგილობრივის, თინა ბერძენიშვილის ხეხილის ბაღი მოექცა. ადგილობრივები მედიასთან დეტალებზე არ საუბრობენ და ჟურნალისტებთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ.

ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გუგუტიანთკარში ჩავიდა გორის მერიც. კონსტანტინე თავზარაშვილი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან მივიდა და რუს ჯარისკაცებთან გასაუბრება სცადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჰკითხა რუს სამხედროებს სამუშაო გეგმების შესახებ, თუმცა გორის მერის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უთხრეს მხოლოდ ის, რომ ბრძანებას ასრულებენ. 

გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ევროპარლამენტის დეპუტატი მარკეტს გრეგოროვა და ფონდ "თავისუფალი რუსეთი" წარმომადგენელი, იგორ კუროპტევი ​ჩავიდნენ. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები