21 სექტემბერი 2019,   20:11
ვრცლად
"რაც კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი, ქვეყანაში გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები" - გოგიჩაიშვილი გეგიძის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა გეგიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო. ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, ბიძინა გეგიძის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარება მის შეშინებას ისახავს მიზნად. გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ გეგიძეს ვერ დააკავებენ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სინამდვილეში პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

"ანტიკორუფციული სააგენტო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს ის არ ებრძვის კორუფციას ის გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ჩემს აღქმაშიც ეს არის დევნის ელემენტები და არ ვიცი, რა შედეგს უნდა მიაღწიონ, თუ აპირებენ ბიძინა გეგიძე შეაშინონ ამ მეთოდებით, მე მგონი არ იცნობენ ამ ადამიანს.

ივანიშვილი ეცდება მოასუფთაოს ყველა მხრივ  ველი, აქცენტი გააკეთოს სატელიტ ორგანიზაციებზე და ამით შეაკოწიწოს უმრავლესობა, ისე რომ შეინარჩუნოს ავტორიტარული ძალაუფლება თუნდა კოალიციაზე ან პოლიტიკურ ჯგუფებზე.

მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი ქვეყანაში რეალურად გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები. ახლა გამოხტებიან ტროლები, ეს კარგად დაგეგმილი კამპანია იქნება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული ბიძინა გეგიძეს ვერ დაიჭერენ,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები