21 სექტემბერი 2019,   20:11
ვრცლად
ეს უკანონო ქმედებაა, ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას - ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აპატურაი წერს, რომ ოკუპანტების უკანონო ქმედებები დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

"საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სოფელ გუგუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაახლეს ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება. ეს დამატებით სირთულეებს ჰქმნის, წყვეტს რა ხალხს საკუთარ მიწას, ოჯახსა და მეგობრებს. ამასთანავე ეს უკანონო ქმედებაა. ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში,"-წერს აპატურაი.

დღის ამბები