20 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ყველაფერს გავარკვევთ წმინდა სინოდის კრებაზე - მეუფე მიქაელი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე საუბრობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა პრეზიდენტის შემდეგ, პატრიარქსაც მიმართეს თხოვნით, რომ უშუამდგომლოს პრეზიდენტთან და მოხდეს მისი შეწყალება. ჯერჯერობით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ილია მეორე და წმინდა სინოდი.

სასულიერო პირების უმრავლესობამ დეკანოზის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. ერთადერთი, ვინც „კურიერთან“ შეწყალებაზე ისაუბრა თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპოსკოპოსი მიქაელია და მან თქვა, რომ ქრისტიანულად ყველა ადამიანი უნდა იყოს შეწყალებული, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.

„ყველაზე უნდა ვილოცოთ, მაგრამ მერე ღმერთი როგორც გადაწყვეტს ამას ყველაფერს. ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ წმინდა სინოდის კრებაზე და როცა სინოდის კრება იმსჯელებს, აუცილებლად გაიგებთ ყველა პასუხს,“ - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ჯერჯერობით, წმინდა სინოდის სხდომის გამართვის ჩატარების დრო ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი.

მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობა მდგომარეობა გისოსებს მიღმა უკიდურესად დამძიმდა. გიორგი მამალაძე უკვე რამდენიმე თვეა საწოლს არის მიჯაჭვული და გადაადგილებას ვერ ახერხებს. დეკანოზის ოჯახმა შეწყალების მიზნით პრეზიდენტს უკვე მიმართა.

დღის ამბები