19 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს დელიმიტაციის პროცესი და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

დაიგეგმა საველე სამუშაოები - ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.

ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

 

დღის ამბები