16 სექტემბერი 2019,   03:01
ვრცლად
„პოლიციაში ვიყავით და არაფერი იციან" - ახალუბნიდან გატაცებული 8 მოქალაქის ბედი გაურკვეველია

გუგუტიანთკარში მცხოვრებლები, უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას დღეს დილიდან ისევ ელოდებიან. სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარალელურად ამ დრომდე უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ახალუბნიდან გატაცებულ 8 ახალგაზრდას. გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფორმაციას გატაცებულთა შესახებ არ ფლობს არც ოფიციალური უწყება.

„პოლიციაში ვიყავით და არაფერი იციან, თათბირს ველოდებითო რომ ჩვენ სიახლე გავიგოთო. იმედია, ცუდი არაფერი მოხდება,“ -ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე.

8 ახალგაზრდა მამაკაცი ახალსოფლიდან სასაფლაოს ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა შაბათს და კვირას გაიტაცეს.

როგორც ცნობილია, ისინი ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებიან. ადგილობრივები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

დღის ამბები