20 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
„ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“ - ვოლსკის პასუხი გუგუტიანთკარელებს პრემიერის და პრეზიდენტის ჩასვლაზე

„ნუ ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“ - ასეთი პასუხი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, გიორგი ვოლსკის გუგუტიანთკარელებისთვის, რომლებიც ადგილზე პრემიერისა და სხვა ლიდერების ჩასვლას ითხოვენ.

ვოლსკი ამბობს, რომ ის რაც საოკუპაციო ზოლში ხდება ოკუპაციის სახეა და ეს ოკუპაციაა. მისი თქმით, ოკუპაცია რუსეთმა სწორედ იმ ხალხის საშუალებით მოახდინა, ვინც ახლა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. 

„ეს არის საოკუპაციო ხაზის ბორდერიზაციის გაგრძელების პროცესი. ეს არის ოკუპაცია, ანუ ოკუპაციას ასეთი სახე აქვს, ნაცმოძრაობა და მათი წარმომადგენლები სვამენ, რატომ არის რომ რუსი ოკუპანტი რომ იქ ავლებს მავთულხლართს და სვამს საზღვარს - ოკუპაცია მოახდინეს იმ ხალხის მეშვეობით, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს,“-ამბობს ვოლსკი.

გუგუტიანთკარში მცხოვრებლები, უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას დღეს დილიდან ისევ ელოდებიან. სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარალელურად ამ დრომდე უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ახალუბნიდან გატაცებულ 8 ახალგაზრდას.

ამავე თემაზე
დღის ამბები