ოსკაროსანი მსახიობი ხავიერ ბარდემი საერთაშორისო გაერთიანებას პლანეტის და ოკეანეების დაცვისკენ მოუწოდებს.
ესპანელი კინოვარსკვლავი სიტყვით გამოვიდა გაეროში და მსოფლიო ლიდერებს პარიზის კლიმატის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტის მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც დედამიწაზე უზარმაზარი დაცული ტერიტორიის შექმნა გახდება შესაძლებელი. ხავიერ ბარდემის აზრით მსგავსი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში დედამიწაზე მილიონ 800 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის დაცვა იქნება გარანტირებული.
მსახიობი უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის კამპანიაში. შარშან მან ანტარქტიდაზე გრინფისის მეცნიერებთან ერთად 8 დღე გაატარა.