16 სექტემბერი 2019,   03:05
ვრცლად
კაჭრეთში ტყეს ცეცხლი უკიდია - ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო 

ხანძარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში - ცეცხლი ტყის მასივის ნაწილს მოედო. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის დაუდგენელია. ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო ბრიგადებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.

ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. 

დღის ამბები