24 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
დავით ბაქრაძე ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობა სხვა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მათი განცხადებით, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, სარწყავი არხების არ არსებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მოსავლის მოვლა.

დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატით გათვალისწინებული იყოს სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესება.

„სოფელში არის სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც ძალიან მძიმე გრაფიკით მიეწოდება და საერთოდ არ არის სარწყავი წყალი. ელემენტარულად, საჭიროა, არხის გაჭრა, რომ ადამიანებმა შეძლონ წყლის გამოყენება და საკუთარი ნაკვეთების მორწყვა. ამიტომ, მინდა მივმართო და მოვუწოდო ინფრასტრუქტურის მინისტრს, თანხები, რომელიც თქვენ გაქვთ, ასობით მილიონი ლარი, რომელსაც თქვენ ხარჯავთ, პირველ რიგში, უნდა მოხმარდეს ასეთ სოფელს, ასეთ ადამიანებს,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები