20 ოქტომბერი 2019,   05:53
ვრცლად
ეს ადამიანი მსახურობდა КГБ-ში, როცა 9 აპრილს ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა - პრეზიდენტის ახალი მრჩევლის საბჭოთა წარსული

ადამიანი, რომელიც მსახურობდა КГБ-ში, როცა რუსთაველზე, 9 აპრილს ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ КГБ-ს ყოფილი ოფიცერი არ არსებობს.

დიმიტრი შაშკინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა საქართველოდან გაიტანა КГБ-ს მთელი არქივი, ყველა თანამშრომლის პირადი საქმითა და მონაცემებით. შაშკინი ამბობს, რომ ეს არქივი ახლა მოსკოვში ინახება და დიდი ანალიტიკა არ სჭირდება მის დანიშნულებას.  

Image result for დიმიტრი შაშკინი„არ უნდა იყო ძალიან დიდი ექსპერტი იმისათვის,რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს, ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად. როგორც ჩანს, და კანონს ვერ აუვლიდნენ გვერდს,საქართველოს კონტრდაზვერვამ ეს დასკვნაც დადო და საქართველოს კონტრდაზვერვისთვის არ იყო საკმარისი, რომ  ამ ადამიანის პირადი საქმე და დოსიე ინახება მოსკოვის ФСБ-ში.ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მოშლილია ჩვენი უშიშროების და უსაფრთხოების სისტემის გარდა, კონტრდაზვერვის სისტემა,“- ამბობს შაშკინი. 

შეგახსენებთ, რომ სამხედრო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების ინფორმაციით, ლეჟავა საბჭოთა სპეცსამსახურებში 17 წელი იმუშავა. ის საბჭოთა უშიშროების სამსახურში 1983 წლიდან მუშაობდა. 1998 წელს ის მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ლეჟავას შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის ბოლოს 2015 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეკრებაზე აქტივისტის სტატუსით ნახეს. ის ამ დროისთვის პრეზიდენტის მრჩეველია სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში.

მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალური ცნობა არ არსებობს, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფიცრის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ანალიტიკოსებმა შემთხვევით გაიგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები