21 სექტემბერი 2019,   20:17
ვრცლად
ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ ეს არხი არ გაკოტრდეს - პაატა სალია

„ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ ეს არხი არ გაკოტრდეს", - ეს განცხადება, „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა. სალიას თქმით, კომპანიის გაყიდვისთვის გამოცხადებულ ერთკვირიან ვადაში მყიდველი არ გამოჩნდა.

სალიას თქმით, კომპანიის გაყიდვისთვის ერთკვირიანი პერიოდი იმის გამო გამოცხადდა, რომ კომპანიის მფლობელის ცვლილება ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე უნდა განხორციელებულიყო.

„ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ ეს არხი არ გაკოტრდეს და ეს იყოს წარმატებული კომპანია, რომელიც იქნება პოპულარული და რომელიც იქნება მაქსიმალურად კრიტიკული“, - ამბობს სალია.

სალიას თქმით, მუშაობენ ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, ასევე, კრედიტორებთან ასევე დავალიანებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

სალია ასევე, საუბრობს, რომ კომპანიაში არსებულ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გამოვლინდა დარღვევები ხელშეკრულებების დადების დროს, რომელიც სალიას შეფასებით, "ინტერესთა კონფლიქტით და თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებები".

„გარკვეული მოქმედებები სამართლებრივ ნაწილში უკვე განხორციელებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მიმართული გვაქვს იმ  გარიგებების შესწავლის მიზნით, რომელიც დადებული იყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ სარეკლამო მომსახურების შემსყიდველ ორგანიზაციასთან "ინტერმედია პლუსთან" და სხვა ინტერმედიებთან, მოგეხსენებათ რამდენიმე ინტერმედია არსებობს, ერთი და იგივე სახელწოდებით და ერთი და იგივე ადამიანებით, ჩვენ გამოვავლინეთ გარკვეული დარღვევები ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ეს არის ინტერსთა კონფლიქტით დადებული ხელშეკრულებები, თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებები, ძალიან მარტივად დასტურდება ეს იმ მასალებით, რომელსაც გავეცანით“, - განაცხადა სალიამ.

  

დღის ამბები