19 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
თუკი ვიზის გარეშე შენ არ გიშვებენ იქით, გაუსინჯე ის ფული და ნუ გამოუშვებ ქართული ფულის გარეშე - რუბლში მოვაჭრე ქართველები

ვაჭრობა რუსულ რუბლზე - თბილისი-ლარსის საავტომობილო გზაზე მდებარე კაფეებსა და სხვადასხვა მაღაზიაში პროდუქციას რუსულ რუბლზე ყიდიან.

სკანდალური ჩანაწერები, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა, რომლიდანაც დგინდება, რომ საქართველოში სავაჭრო ობიექტების ერთი ნაწილი გაწეული მომსახურების საფასურს რუსული რუბლით იღებს.

„რას ვაშავებთ, არაფერს, მიგვაქვს, ვახურდავებთ, შემოდიან, არ აქვთ ის ფული და რა ვქნათ,“ - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

კანონში კი პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ტეროტორიაზე ანგარიშსწორების ერთადერთი ლეგალური ვალუტა, ლარია.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტურისტების ნაწილს ქართული ფული არ აქვს საზღვრის გადმოკვეთის დროს და თუ რუბლში არ გაყიდიან, მაშინ მათ შემოსავალი აღარ ექნებათ.

„თვითონ უნდა აწარმოოს მთავრობამ, რომ არ შემოუშვას. თუკი ვიზის გარეშე შენ არ გიშვებენ იქით, გაუსინჯე ის ფული და ნუ გამოუშვებ ქართული ფულის გარეშე,“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

დღის ამბები