13 დეკემბერი 2019,   17:55
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მიმართულებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან ერთადერთი გადასასვლელი გაურკვეველი ვადით დაკეტა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა საოკუპაციო ხაზის ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება. ცნობილია ისიც, რომ მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სპეცსაშვებით გადაადგილებასაც უზღუდავს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ, ადგილობრივების ინფორმაციით შესაძლოა რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენოს. კურიერის ჯგუფი დღეს დილიდან იმყოფებოდა ახალგორთან დამაკავშირებელ გადასასვლელთან სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გთავაზობთ ფოტომასალას სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიიდან, საიდანაც ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა ხდება.

დღის ამბები