25 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსანთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებისა და წარმატებული გამოსვლის შემდეგ, უკვე კარგა ხანია პლანეტის პირველობისთვის, დუშეთის საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.

ძალოსანთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე 15 სექტმებრეს გაემგზავრება, ასპარეზობა კი 17-28 სექტემბერს, ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება. დღეს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ გუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გარდა მედლებისა, ასევე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოპოვებასაც შეეცდება. ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის შემადგენლობა ასეთია:

61კგ. შოთა მიშველიძე

61 კგ. გოდერძი ბერდელიძე

67 კგ.  გოგა ჩხეიძე

73 კგ. კახი ასანიძე

73  კგ. არჩილ მალაყმაძე

89  კგ. რევაზ დავითაძე

96 - 102 კგ. ანტონ პლესნოი

102 კგ. ირაკლი ჩხეიძე

+109 კგ. გიორგი  ჩხეიძე

+109 კგ. ლაშა ტალახაძე

 81კგ. ლომია  თებიძე (რეზერვი)

დღის ამბები