19 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა მესამე სექტორს ექსპერტიზის დასკვნა გააცნეს

ე.წ. მუქარის წერილზე ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ადვოკატები, ოთხ თვეზე მეტ ხანს ელოდნენ ათობით თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა.

ამის შესახებ, ზვიად კორძაძემ და ეკატერინე ეგუტიამ დღეს, არასამთავრობო ორგნიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადეს. ხაზარაძე-ჯაფარიძის უფლებადამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გააცნეს.

უფლებადამცველების განცხადებით, დისკზე ჩაწერილ ინფრომაციას ისინი ერთი კვირის ვადაში პროკურატურას გადასცემენ. მათი განცხადებით, ჯერი ახლა ქართულ საგამოძიებო უწყებაზეა, რომლემაც არსებული თითის ანაბეჭდის ნიმუშები საქართველოს მოქალაქეების ნიმუშებს უნდა შეადაროს, თუმცა, ადვოკატებს პროკურატურის მხრიდან ამ საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვთ.

დღის ამბები