24 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება - გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.

საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების გზით,  საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას  8-დან 11 წლამდე ვადით  ითვალისწინებს.

დღის ამბები