ბათუმის მეჩეთის მშნებლობასთან დაკავშირებული 2 წლიანი დავა დასასრულს უახლოვდება. დღეს გამართულ შემაჯამებელ პროცესზე მხარეებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. მუსლიმთა თემი ბათუმის მერიას დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს, რადგან მერიის წარმომადგენელი მუსლიმ თემს მათ მიერ შეძენილი ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას სთავაზობს. მხარეების შეთანხმება შემაჯამებელ სხდომაზეც ვერ მოხერხდა. მშენებლობის ნებართვაზე სასამართლოს გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გახდება ცნობილი.