25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერის მოლოდინში

"ლელო" - ამ სახელწოდებით მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყო. შავი ზღვის სანაპიროზე შეკრებილებს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმართეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შეკრების ადგილი შემთხვევით არ აურჩევია.

"ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით. იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს აფხაზებთან, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი და მომენტი ქართულ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტის და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები