20 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ნიკა მელიამ მთავარი საგამოძიებო უწყება დატოვა

ნიკა მელიამ მთავარი საგამოძიებო უწყება დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მას კანონი არ დაურღვევია. იგი აცხადებს, რომ მას პროკურატურა ხელს უშლის დეპუტატის უფლება-მოვალეობის შესრულებაში.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, 10 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი დატოვა. ნიკა მელია, პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად, კავკასიის ეთერში მივიდა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში ის გააფრთხილეს,  შემდეგ ჯერზე მის მიმართ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების სახე იქნება გამოყენებული. „მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების სახე იქნება გამოყენებული ჩემ მიმართ“, - ნიკა მელია

დღის ამბები